გიორგი გამსახურდია: ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა

ეს გახარია და თავისი ამფსონები რომ იბრალებენ პოლიტიკოსები ვართო, რანაირი პოლიტიკოსები არიან გახარიადან დაწყებული მაინტერესებს? ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა, – წერს გიორგი გამსახურდია.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას ვინმე რომ იცნობს „ქართული ოცნების“ და ს დამსახურებაა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი, ვერასდროს ვერ მიიღებს მოღალატეებს და გახარიასებრ გაქნილ შულერებს, ვისთანაც არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიკური ინტეგრაცია.

„ეს გახარია და თავისი ამფსონები რომ იბრალებენ პოლიტიკოსები ვართო, რანაირი პოლიტიკოსები არიან გახარიადან დაწყებული მაინტერესებს? ყველანაირი რეგრესი, რაც ჩვენ ქვეყანას თავზე დაატყდა 12 წლის მანძილზე, ყველაფერი გახარიას და მისი ბრბოს მმართველობის ჟამს მოხდა. დღეს საერთოდ ამ პოლიტიკურ გვამებს, ვინმე რომ იცნობს, ქართული ოცნების 99% დამსახურებაა. ეს გარეწარი მოღალატე კი ბიძინა რომ არ ყოფილიყო, თავის სოფელ მუხურში და სენაკში ცოლეულშიც არ ეცოდინებოდათ. ხომ და საერთოდ ამათი რაიმე სახის ძალად მიჩნევა როგორ შეიძლება? რა პოლიტიკური დებატები ან რა თავის გაყადრება ამათზე? ქართველი ხალხი, ვერასდროს ვერ მიიღებს მოღალატეებს და გახარიასებრ გაქნილ შულერებს, ვისთანაც არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიკური ინტეგრაცია“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”