14 ბიზნესასოციაცია ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს – განცხადება

საქართველოს 14-მა წამყვანმა ბიზნესასოციაციამ, ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთა.
განცხადებაში ასოციაციები ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.
BM.GE მას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნესასოციაციები,
მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის;
ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში;
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის;
საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან – ევროკავშირის წევრობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.