“გისურვებ მყარ ჯანმრთელობას” – რატი ბრეგაძე სააკაშვილს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როგორც კი ექიმები გასცემენ დასკვნას, რომ “ვივა მედიდან” მისი გაყვანა დასაშვები იქნება, სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.
ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვისა და დაკვირვების საგანია. როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც. მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს