ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
კონკურსის ფარგლებში, ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწერენ ბლოგებს და გადაიღებენვიდეოებს. ავტორები აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ექვსიგამარჯვებული და მათთვის დაწესებულია შემდეგი პრიზი:
კატეგორია „ბლოგი“:
I ადგილი – 2 000 ლარი.
II ადგილი – 1000 ლარი.
III ადგილი – 500 ლარი.
კატეგორია „ვიდეო“:
I ადგილი – 2 000 ლარი.
II ადგილი – 1 000 ლარი.
III ადგილი – 500 ლარი.
