ტაიფუნის შედეგად, ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს, 1.5 მილიონი ლიტრი საწვავით დატვირთული გემი იძირება

ტაიფუნის შედეგად, ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს, საწვავით დატვირთული გემი იძირება.
როგორც Reuters წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.
გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გემიდან გადაღვრილი საწვავი 2 საზღვაო მილის არეალში გავრცელდა.
ტაიფუნი „გაემი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს გუშინ დაატყდა თავს. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ტაივანსა და ფილიპინებს ბოლო წლების განმავლობაში დაატყდა თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა