ზურაბიშვილი პეტიციის კამპანიაზე: მოსწავლეების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, არ მესმის

მე ვიყავი სოფლებში და ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როდესაც ადგილზე ჩადის, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როდესაც ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის მხოლოდ ერთი – ევროპული გზა. არანაირი სხვა შიდაპოლიტიკური ძახილები იქ არ არის. კიდევ უარესი, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის. არც ის მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას, რომ მაგიდები გაშალონ და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებაზე. თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და არაპოლიტიკური, იმ გაგებით, არ არსებობს. ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება, რადგან ეს არის პოლიტიკური ღონისძიება.