ჯაბა სამუშია სტუდენტური დასაქმების ფორუმის მონაწილეებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტური დასაქმების ფორუმის მონაწილეებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში 50-ზე მეტმა კომპანიამ და ორმა დასაქმების სააგენტომ მიიღო მონაწილეობა, რომელთაც 500-ზე მეტი პროფილური ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბაზარზე. ამ ღონისძიებამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში, ბევრმა გამოთქვა კომპანიებთან თანამშრომლობის სურვილი. ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია, რომ სწავლასთან ერთად ვიზრუნოთ სტუდენტის დასაქმებაზეც“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ინფორმაციის თანახმად, მან ფორუმში მონაწილე ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ კომპანიების ინტერესშია მოტივირებული, განათლებული, ახალგაზრდა კადრების დასაქმება.
„დასაქმების ფორუმში თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 1000-მდე სტუდენტი და კურსდამთავრებული მონაწილეობდა, რომელთაც დამსაქმებლებთან შეხვედრის პარალელურად შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სტუდენტთა კარიერული ცენტრის კარიერულ კონსულტირებაში. ფორუმის პარალელურად ჩატარდა წამახალისებელი გათამაშება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
თსუ-ში დასაქმების ფორუმი სისტემატურად იმართება. მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ათასამდე სტუდენტი და კურსდამთავრებული, რომელთა 60 % -ზე მეტი გასაუბრების შემდეგ კარიერას იწყებს სხვადასხვა კომპანიაში.
სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს საზოგადოებაში პროფესიული და სოციალური უნარების რეალიზებაში.
ყოველწლიურად კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ატარებს 20-ზე მეტ კარიერის განმავითარებელ ტრენინგს, ყოველკვირეულად ატარებს ათზე მეტ შეხვედრას პროფილურ დამსაქმებელთან. ყოველკვირეულად სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეგზავნებათ საშუალოდ 40-ზე მეტი პროფილური ვაკანსიის და სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია. ცენტრი ყოველკვირეულად ატარებს ათზე მეტ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა