პრეზიდენტი – არ მესმის, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას – უნდა მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ

არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ინიცირებულ პეტიციასთან დაკავშირებით -„ჩვენი ხმა ევროპას“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.
„არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას. ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი – შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ეს არის და ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამ თავისუფლებისთვის, რომ არავინ არავის მიმართ არანაირი მუქარით არ სცადოს აზრების შეცვლა ან გავლენის მოპოვება. ეს არის ის ღირებულებები, რაც არის ქართული ღირებულება ოდითგანვე და რაც არის ევროპული ღირებულება ასევე ოდითგან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში