ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი

ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი
სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ლატარიას თქმით, ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი, რომლებიც აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები და ა.შ. „სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს. ნაცები ხომ არიან და არიან ჩემი ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულენი? და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი… წარმოგიდგენიათ რა ხდება? აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები… ყველა მათგანი ცალ ცალკე უნდა ჩამოათრიონ აქეთ და სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს ქართულმა სასამართლომ… ეს მანიაკები ესენი.. სამშობლოს მტრები და ქვეყნის მოღალატეები“, – წერს ირაკლი ლატარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში