თორნიკე რიჟვაძე პოლონეთის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და პოტენციალს სხვადასხვა მიმართულებით.
ქვეყნებს შორის პარტნიორობა მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის მიმართულებებს. პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. აღსანიშნავია, რომ მუდმივად იმართება მაღალი რანგის ვიზიტები და ღონისძიებები, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ