ბრიტანული ბანკი Barclay შობამდე 900 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს – BBC

ბრიტანული ბანკი Barclays Plc, ხარჯების შემცირების მიზნით, შობამდე 900 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ BBC პროფკავშირულ ორგანიზაცია Union Unite-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ამავე ცნობით, პროფკავშირმა შობის წინ თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა.
პერსონალის შემცირება გავლენას მოახდენს რამდენიმე დეპარტამენტზე, მათ შორის იურიდიულ და შესაბამისობის დეპარტამენტებზე, ასევე IT-ზე და რისკების მართვაზე.
Barclays-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლების გათავისუფლების გეგმის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს მაგრამ აღნიშნეს, რომ ისინი იღებენ ზომებს „ბიზნესის სტრუქტურის გასამარტივებლად“.
გასული წლის ბოლოს ბანკში დაახლოებით 22 300 ადამიანი მუშაობდა.
Barclays-ის აქციები ოთხშაბათს დილით ვაჭრობაში 1.1%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან ბანკის კაპიტალიზაცია 12,5%-ით, 21,1 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე (26,8 მილიარდი დოლარი) შემცირდა, ხოლო ბრიტანულმა FTSE 100 საფონდო ინდექსმა ამ პერიოდში 0,3% დაკარგა.