„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელმა დროებითი პაუზის გასაგრძელებლად 7 მძევლის გათავისუფლების შეთავაზება უარყო

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელმა დროებითი პაუზის გასაგრძელებლად 7 მძევლის გათავისუფლების შეთავაზება უარყო, – ამის შესახებ განცხადებას „ჰამასი“ ავრცელებს.
„ჰამასის“ ცნობით, ღაზაში დაკავებული მხოლოდ 7 ქალისა და ბავშვის აღმოჩენა შეძლო და მზად იყო ისინი ისრაელისთვის გადაეცა, თუმცა შეთავაზებაზე ისრაელმა უარი განაცხადა.
ისრაელი აცხადებს, რომ იგი მზად არის ზავი დამატებით ყოველი 10 გატაცებული მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებული დროებითი პაუზის დასრულებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”