კადიროვის შვილი დროებით ოკუპირებული დონეცკის “საპატიო მოქალაქე” გახდა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი, 15 წლის ადამი ოკუპირებული დონეცკის “საპატიო მოქალაქე” გახდა. ქალაქის რეგიონული ლიდერის განცხადების თანახმად, ადამ კადიროვმა “დონეცკისა და გროზნოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”.
“ადამ კადიროვმა „მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა დონეცკსა და გროზნოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და დონეცკის იმიჯის გაუმჯობესებაში“, – ნათქვამია ქალაქის რეგიონული ლიდერის ბრძანებაში.
🤡 Kadyrov’s offspring Adam became an “honorary citizen” of the occupied Donetsk

The order issued by the city’s gauleiter says that Adam Kadyrov “made a significant personal contribution to the development of cultural relations between Donetsk and Grozny and the improvement of… pic.twitter.com/ZbrM2oEKce— NEXTA (@nexta_tv) November 29, 2023
მანამდე, 10 ნოემბერს, კადიროვმა შვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, ანუ თავისსავე უსაფრთხოების სამსახურში, მომარაგების განყოფილების უფროსად დაინიშნა.
27 ოქტომბერს კი 15 წლის ადამ კადიროვს ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი მიენიჭა. მედიის ცნობით, ერთი დღით ადრე მან თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდოც აიღო.