ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკების მოლოდინის ფონზე, ისრაელის ტანკები ღაზაში წინ მიიწევენ

ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ხან იუნისის აღმოსავლეთ უბნებში დასახლებულმა პალესტინელებმა სამშაბათს, 23 ივლისს, თავიანთი სახლები დატოვეს. ისრაელმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოიწოდა, რადგან მისი ტანკები კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ დასახლებულ რაიონში.
ტანკები ხან იუნისის ქალაქ ბანი სუჰაილაში განლაგდნენ. უკვე მეორე დღეა, რაც მიმდებარე რამდენიმე უბანს ს ძალები ბობმავს, რის გამოც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა თავშესაფარი სხვაგან ეპოვა. ისრაელმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით “ჰამასის” წევრების გადაჯგუფების თავიდან აცილებას ცდილობს.
ღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან ისრაელის სამხედრო თავდასხმებმა ხან იუნისის რაიონში მინიმუმ 80 პალესტინელი იმსხვერპლა. ღაზის ხელისუფლების მონაცემებით, ომის თითქმის 10 თვეში დაღუპულთა რიცხვი 39,000-ზე მეტია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰამასი” და სხვა დაჯგუფები ამ ტერიტორიებს თავდასხმების განახლებისთვის, მათ შორის რაკეტების გასროლისთვის, იყენებენ.
“სიტუაცია გაუსაძლისია”, – თქვა გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტომ UNRWA-იმ X-ზე.
მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში კი ნათქვამია, რომ ღაზაში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს.
”ადამიანები გადაღლილი არიან უწყვეტი გადაადგილებისა და გაუსაძლისი პირობებისგან და ისინი ჩარჩენილნი არიან სულ უფრო პატარა და გადატვირთულ ადგილებში”, – ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ათობით მებრძოლი მოკლეს ხან იუნისში. მათი თქმით, განადგურდა იარაღის სათავსოები და გვირაბები, რომლებსაც მებრძოლები იყენებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია