კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენმდივნის წარმომადგენლად დაინიშნა

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
კოლომინა პასუხისმგებელი იქნება სამხრეთში ნატოს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე.
„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონი მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს საქმიანობას სამხრეთში“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის ნატოს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონებში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს