თბილისში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თერგის ბაზრობასთან 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო – პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე – აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა – ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი