[VIDEO] ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში, დენის მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა

ზუგდიდში, კომბინატის დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებულ მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი ერთდროულად 40-მდე მრიცხველს მოეკიდა, მოგვიანებით კი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა მოსახლეობამ დროულად დატოვა, ელექტროენერგიის მიწოდება კი მოსახლეობას “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შეუწყვიტა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვაა.
ამ დროისთვის მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებში შესვლა უკვე შეძლო.
ავტორი: ემა გოგოხია