ცეცხლის შეწყვეტის მე-5 დღე | “ჰამასმა” კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მეხუთე დღეს „ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ს მოქალაქეა, ორი კი – ტაილანდის. სანაცვლოდ ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 30 პალესტინელი.
მედიაში კი ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა დროებითი ზავი დადგეგმილზე დიდხანს გაგრძელდეს. მსოფლიო ლიდერები ტერორისტულ ორგანიზაციას მოუწოდებენ, ვითარების დასასტაბილურებლად ყველა მძევალი დროულად გაათავისუფლონ.
7 ოქტომბერს “ჰამასმა” 240 ადამიანი გაიტაცა. მათგან 40 ბავშვი. სამშობლოში დაბრუნებული ტყვეები ღაზის სექტორში გატარებულ უმძიმეს დღეებს იხსენებენ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

ასევე დაგაინტერესებთ