IDF-ი ამოწმებს ჰამასის ცნობას, რომ ბიბასების ოჯახის 3 წევრი – დედა და ორივე შვილი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ბიბასების ოჯახის სამი წევრის მოკვლის შესახებ ჰამასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ.
“ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებს სასტიკ და არაადამიანურ ქმედებებს”. – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
29 ნოემბერს ტერორისტულმა ჯგუფმა თქვა, რომ დედა, შირი ბიბასი, ოთხი წლის არიელ ბიბასი და 10 თვის კფირ ბიბასი მოკლეს.
ს თავდაცვის ძალების ცნობით, ბიბასების ოჯახი, 10 თვის კფირთან ერთად ჰამასმა სხვა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცა.
კფირი და მისი 4 წლის ძმა ჰამასის ტერორისტებმა კიბუც ნირ ოზიდან მშობლებთან, 34 წლის იარდენთან და 32 წლის შირისთან ერთად 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.