ფოტოები წარსულიდან: “მიყვარს, როგორც გარდავქმენი საკუთარი თავი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ქალიშვილი, უმშვენიერესი მარიამი წლების წინ – Marao
ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
ზოგჯერ დილის 4 საათზე შიმშილი მაღვიძებდა. ამ დროს ვაშლს ვჭამდი და ამით ვატყუებდი კუჭს.
4 თვის შემდეგ გადავედი 18-საათიანზე, ვჭამდი 11:00-17:00 შუალედში.
· ვჭამ ყველაფერს, ხაჭაპურს, ხინკალს, ლობიანს, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით.
· აუცილებლად მიიღეთ ცილა.დალიეთ წყალი. არ არის აუცილებელი, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს, ამ შემთხვევაში მაშუპებს. ამიტომ ცივ წყალს ვიღებ.
· აუცილებელია ძილი. თუ ამას არ მოიწესრიგებთ, ვერ მიიღებთ შედეგს.
· არ აკრძალოთ არაფერი, დაითვალეთ კალორიები და ისე მიირთვით” – ამბობდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
გარდა იმისა, რომ ნანუკას ფანტასტიკურ ტრანსფორმაციას სხვები ამჩნევენ და აღნიშნავენ, საკუთარი შედეგით თავადაც კმაყოფილია და ხშირად აღნიშნავს, რომ ამისთვის ბევრი იშრომა. საილუსტრაციოდ კი წლების წინ გადაღებულ ფოტოებს ხსირად აზიარებს და ცდილობს,ს ხვა ქალებისთვისაც გახდეს მოტივაცია, რომ ცხოვრება უკეტესობისკენ შეცვალონ.
ეს ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული, კადრში ნანუკა უფროს შვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთადაა. მარიამი უკვე ზრდასრულია, აქვს საკუთარი ცხოვრება და კარიერა. აქტიყრადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და საკუთარ აზრს ქვეყნის განვითარების, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების ირგვლილ ხშირად აფიქსირებს.
როგორც ნანუკამ ისაუბრა, წონასთან დაკავშირებული რპბოლემები მარიამსაც ჰქონდა, თუმცა, დედის მსგავსად, ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მისთვისაც წარმატებით დასრულდა.
“თქვენი აზრით, შეტყობინებების 80% ჩემს “ინბოქსში” რა თემაზეა? როგორ დაიკლო მარიამმა წონაში? ეს არის მთავარი შეკითხვა… მეგობრებო, მარიამმა ამოიღო პური, ამოიღო ყველანაირი ცომი, ბურღული, ყველანაირი ტკბილეული და დაიწყო ვარჯიში. ანუ დაიწყო სწორი ცხოვრება და, შესაბამისად, ესაა შედეგი,“ – ამბობდა ნანუკა ჟორჟოლიანი.