Politico – „დემოკრატიულმა პარტიამ“, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, 55 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს.
აღნიშნულია თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)