გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, ჩოხი, ბახანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, წყაროთუბნისთავი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”