რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს “გირჩი” ხელს არ აწერს – რას ამბობს იაგო ხვიჩია

ოპოზიციურად განწყობილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა პარტია რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, გარდა გირჩისა.
„არ ვაწერთ ხელს, იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. მას შემდეგ, რაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციოს ნდობა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან გასაგებია საზოგადოებისთვის. პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება და პირიქით, შეიძლება “ოცნებამ” თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მე არ მესმის, ამაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა”, – განმარტავს ხვიჩია.
პრეზიდენტთან ერთად რუსული კანონის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის წევრებიც მოსთხოვენ. სარჩელი უკვე მზადაა. საკანონმდებლო ორგანოში ნოტარიუსი დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს. სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ დოკუმენტი ბათუმში გადაიგზავნება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ