Geely Sakartvelo მომხმარებელს ერთწლიან შიდა უპროცენტო ლიზინგს სთავაზობს

ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Geely Sakartvelo-ს, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. კომპანიებზე კი განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს, მათ შორის საოპერაციო ლიზინგი დაბალი პროცენტით, ანუ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ავტომობილს Geely Sakartvelo თავად შეისყიდის.
Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. შოურუმში წარმოდგენილია Geely-ს სამოდელო ხაზის ყველა კატეგორიის ავტომობილი, როგორც ბენზინის, ისე ელექტროძრავზე მომუშავე მანქანები – SUV, სედანები, ჯიპები, ქროსოვერები და პიკაპები.
ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს Geely Sakartvelo სალიზინგო მომსახურებას Geely-ს ყველა მოდელზე სთავაზობს.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Sakartvelo-სა და „თეგეტა ლიზინგის“ თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. გვსურს, მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება, „თეგეტაშივე“ ისარგებლონ სწრაფი ლიზინგით. ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ გადაიხდის.
რაც შეეხება კომპანიებს, მათ გამოსყიდვის პირობასაც ვთავაზობთ. სურვილის შემთხვევაში, ვალდებულებაში გაიწერება, რომ, თუ მომხმარებელს ავტომობილი აღარ ენდომება, მას კონკრეტულ ფასად ჩვენვე გამოვისყიდით. მანქანით სარგებლობის პერიოდში კი დაფინანსდება დაზღვევა“.
„თეგეტა ლიზინგის“ პირობები მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. ის ოპერატიულობით გამოირჩევა, რადგან ერთ კომპანიაში, თეგეტაშივეა შესაძლებელი როგორც მანქანის შეძენა, ისე სალიზინგო შეთავაზებებით სარგებლობა, რაც ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის დამატებითი კომფორტია.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა აქვს. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
უპრეცედენტო პირობებით სარგებლობა Geely-ს მოყვარულებსაც შეეძლებათ. Geely Sakartvelo-მ ახალი ბრენდი ქართულ ბაზარს 2023 წლის სექტემბერში წარუდგინა და ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლიდან მალევე Geely Auto-ს გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. ბრენდის მიმართ მაღალი ინტერესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: ფუნქციების მრავალფეროვნება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობა. ამიერიდან კი ავტომობილის შეძენა ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგითაც იქნება შესაძლებელი.

ს“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – სალომე ზურაბიშვილის განაცხადი პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების სახით მნიშვნელოვანი დასტური იქნება, რომ ის თითოეულ ქართველთან ერთად ყველა ძალით იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის