პრემიერი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა

როდესაც ამ ვითარებაში ამნისტიის კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ამნისტიის კანონის მიღებას თვითონ ითხოვდნენ.
„ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა. მეორე მხრივ ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და მაქსიმალურად არის მხედველობაში მიღებული, რომ ქვეყანაში არ უნდა გაუარესდეს კრიმინოგენური ვითარება. როდესაც ამ ვითარებაში კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ