პრემიერ-მინისტრი – NGO-ებსა და პარტიებს შორის აღრევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს

აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ გასვლითი შეხვედრა რეგიონში, რომელშიც ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც მონაწილეობდა.
კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები და NGO-ები ერთმანეთთან არიან შერწყმულები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება.
„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ