ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა პრეზიდენტ ბაიდენს პატივისცემა დაუდასტურეს

მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებმა პატივისცემა გამოხატეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებისადმი, უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე. ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირე სხვა ქვეყნების მეთაურებმა თავიანთი დამოკიდებულება სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდებზე გამოხატეს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს უწოდა თავისი მეგობარი, რომელმაც ბევრს მიაღწია შეერთებული შტატებისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. შოლცის შეფასებით, ბაიდენის წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო – ძლიერი და – კარგი და საიმედო პარტნიორი. გერმანიის კანცლერის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ დააყენოს თავისი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს.
ჯო ბაიდენს პატივისცემა დაუდასტურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც. მისი განცხადებით, ბაიდენის მიერ თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის შეესაბამება ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება სახელმწიფო მოღვაწის გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობიანი და რთული ნაბიჯია, რაც მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.
ჯო ბაიდენს პატივისცემა დაუდასტურა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემაც და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დააყენა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეფასებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, რომლის წყალობით, ამერიკა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა, ხოლო დემოკრატია – უფრო ძლიერი.
ს პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა მეგობრობისა და ისრაელის ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის და მას ჭეშმარიტი მოკავშირე უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე არაფერი უთქვამს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეგრამ-არხ Shot-ს განუცხადა, რომ რუსეთისთვის პრიორიტეტია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევა და არა აშშ-ის ს შედეგები. კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებულ ომს.
21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს ს კანდიდატურას უჭერს.
ბოლო ხანს ამერიკელ დემოკრატებში სულ უფრო იზრდებოდა შეშფოთება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 27 ივნისის შემდეგ, როცა ბაიდენს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
დემოკრატები შიშობდნენ, რომ 81 წლის ბაიდენი თავისი ასაკის და მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა. 21 ივლისამდე ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლას არ აპირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ