ენტონი ბლინკენი: ბაიდენმა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბაიდენმა შეერთებული შტატების ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა.
“ყოველთვის იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში ვმუშაობ. მან აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში”, – წერს ბლინკენი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს