მძღოლების პასუხი კახი კალაძეს – თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს. ავტომობილების გასაჩერებლად სივრცეებიც საკმარისია და სივრცეებში თავისუფალი ადგილებიც. თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება.
“პირველების” რესპონდენტები ამბობენ, რომ არასწორი პარკირების გამო ყოველთვიურად ათობით ლარით ჯარიმდებიან, ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ავტომობილის გასაჩერებლად თავისუფალ ადგილებს რთულად პოულობენ.
“ყოველ წუთში წერენ 50 ლარიან ჯარიმებს. სად არის პარკირება, მთელი დღე რომ იარო, არ არის ადგილი, “- ამბობს მოქალაქე.
“ისეთი პრობლემაა, რომ ალბათ კომერციულ ობიექტებსაც ძალიან გაუჭირდათ. არ არის ადგილი, სულ პრობლემაა, რომ დაგეგმო, წახვიდე, გააჩერო,”- ამბობს მოქალაქე.
“პრობლემაა პარკირების დაახლოოებით დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე,” – ამბობს თბილისის მკვიდრი.
ოპოზიცია კი დედაქალაქის მერს დაპირებას ახსენებს, რომლის თანახმადაც თბილისში დამატებით მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკირებები უნდა მოწყობილიყო.
“კახი კალაძე გვპირდებოდა, რომ ის გაიყვანა სითი პარკს და გაიყვანა, რომელშიც, სხვათა შორის, რამდენიმე მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აეშენებინათ მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკინგები, რომ შეექმნათ ადმატებითი საპარკინგე ადგილები, მხოლოდ გადასახი გაუძირეს თბილისელებს და საპარკინგე სივრცეები არათუ გაზარდეს, არამედ პირიქით, შემცირებულია. დღეს გავქვს ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია, ვიდრე იყოს კახი კალაძის მოსვლამდე”, – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.