მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა იერიში

რუსეთი შავი ზღვის ფლოტის დახმარებით უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს აგრძელებს. მოსკოვის ცნობით, მათ ფრთოსანი რაკეტებით სამიზნე წერტილებზე იერიშები მიიტანეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრომ „ტელეგრამ“ არხში გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია. დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. რუსეთს სამიზნეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ზიანის შესახებ არ საუბრობს უკრაინის ხელისუფლებაც.
სააგენტო „როიტერი“ ამბობს, რომ დეტალების დადგენა ან დამოუკიდებლად ცნობების გადამოწმება ვერც მათ შეძლეს. დაუდგენელია ისიც, როდის განხორციელდა იერიშები და რა ტიპის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსული გემებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვება გამთენიისას მოხდა, ამავე ვიდეოში არის გამოყენებული კადრები, რომელიც დღის განმავლობაშია გადაღებული.
საჰაერო იერიშების საფრთხე რომ მაღალი იყო და კრემლი შავი ზღვიდან ზე მორიგი იერიშების მიტანას გეგმავდა, ამის შესახებ, 28 ნოემბერს, უკრაინის ხელისუფლებაც საუბრობდა.
„სარაკეტო საფრთხის დონე მაღალია“, – ეწერა განცხადებაში რომელიც „ტელეგრამში’ უკრაინის საზღვაო ფლოტმა გაავრცელა.
ბოლო 21 თვის განმავლობაში რუსეთი უკრაინულ ქალაქებს შავი ზღვიდანაც ბომბავს. კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ ზღვის დრონებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით რუსულ შავი ზღვის ფლოტზე არაერთი იერიში განახორციელა და მათი ნაწილი წარმატებული აღმოჩნდა.
უკრაინამ რამდენჯერმე იერიში მიიტანა სევასტოპოლის პორტზეც, რის გამოც რუსეთს უწევს ანექსირებული ყირიმის ირგვლივ დამატებითი ბარიერები ააშენოს, რათა ფლოტი დაიცვას.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე იერიშები გაგრძელდება. მისივე თქმით, უკრაინის თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა შავ ზღვაში რუსეთის მოქმედების არეალი შეამცირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას