კულება: სტრატეგიული ამოცანა – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, უკრაინის სტრატეგიული ამოცანა – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება. ამის შესახებ კულებამ NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
კულებამ არ უარყო, რომ კიევს ესმის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დათმობების შესახებ იდეები, თუმცა, “ მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს”.
“ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც ამას გვთავაზობენ, პირველ რიგში, თავიანთ მთავრობებს უნდა შესთავაზონ მსგავსი – ვინმესთვის საკუთარი ტერიტორიის, ხალხის ნაწილის მიცემა. ეს ჯერ თავად გააკეთონ და ჩვენც ვნახავთ, შეიძლება თუ არა ამაზე საუბარი”. – თქვა კულებამ.
ამავდროულად, ფრონტზე შექმნილი ჩიხის შესახებ დასმულ შეკითხვას კულებამ მოკლედ უპასუხა და აღნიშნა, რომ ასეთი ჩიხი არ არსებობს.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა -სა და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებს შეიარაღების მიწოდებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.