კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მედიის ცნობით, აღნიშნული კომენტარი ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა და ბაიდენს თაღლითი უწოდა:
,,თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის, არც არასდროს ყოფილა! მან პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ სიცრუით, ყალბი ამბებით და თავისი სარდაფის არდატოვებით დაიკავა. ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო, პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო. ახლა კი ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას, მილიონობით ადამიანი ჩვენს საზღვარზე შემოვიდა შეუმოწმებელი, ბევრი მათგანი ციხეებიდან, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან და ტერორისტების რეკორდული რაოდენობა. ჩვენ ძალიან დავზარალდებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. გახადეთ ამერიკა ისევ დიდებული!“