ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანია დაასრულა

ჯო ბაიდენი 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კვირას, 21 ივლისს მან წერილი გაავრცელა, სადაც ამერიკელებს მიმართავს და ამის შესახებ ატყობინებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მოგვიანებით ის თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
“დღეს ამერიკა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა. ჩვენ ისტორიული ინვესტიციები ჩავდეთ ჩვენი ერის აღდგენაში” – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს:
“ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი, ამერიკელი ხალხის გარეშე. ჩვენ ერთად გადავლახეთ საუკუნეში ერთხელ მომხდარი პანდემია და ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ჩვენ დავიცავით და შევინარჩუნეთ ჩვენი დემოკრატია. ჩვენ ავაღორძინეთ და გავაძლიერეთ ჩვენი ალიანსები მსოფლიოში. ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო მემსახურა თქვს პრეზიდენტად, და რადგან ვაპირებდი კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ კანდიდატურას მოვხსნი და ფოკუსირებული დავრჩები პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე ვადის ამოწურვამდე”, – განაცხადა ბაიდენმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კამპანიაში იყო ჩართული.
მან “გამორჩეული პარტნიორობისთვის” მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ამერიკელ ხალხს, იმ “რწმენისა და ნდობისთვის”, რაც მის მიმართ ჰქონდათ.
ბაიდენმა “X”-ზე ცალკე განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის ს კანდიდატურას უჭერს მხარს.
“ჩემი, როგორც პრეზიდენტის, პირველი გადაწყვეტილება, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი მიმიღია. დღეს მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მის კანდიდატურას ჩვენი პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტად. დემოკრატები, დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ. მოდით, ეს გავაკეთოთ”, – წერს პრეზიდენტი ბაიდენი.
“დღესაც მჯერა იმის, რისიც ყოველთვის: არაფერია ისეთი, რაც ამერიკას არ შეუძია, როცა ამას ერთად ვაკეთებთ. ჩვენ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები”, – ამბობს პრეზიდენტი განცხადების დასასრულს.
პრეზიდენტი ბაიდენი მისი პარტიის შიგნით ზეწოლის ქვეშ იყო, რათა მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა გასულ თვეში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩატარებულ დებატებში, ცუდი გამოსვლის შემდეგ, რამაც ბევრი შეაშფოთა პრეზიდენტის ასაკთან და უნარებთან დაკავშირებით.