მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ს განცხადებით, გასულ კვირას მან დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მიიღო.
“მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე“, – აღნიშნა ტრამპმა მიჩიგანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.
ტრამპის თქმით, „დემოკრატები“ მას დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მზადაა, თეთრი სახლი დაიბრუნოს.
”ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ“, – მიმართა ტრამპმა გრანდ-რეფიდსში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს.
აღსანიშნავია, რომ ეს მხარდამჭერებთან დონალდ ტრამპის პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა იყო მის მიერ დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსთან ერთად და ასევე პირველი მას შემდეგ, რაც მას პენსილვანიაში გამართულ შეხვედრაზე ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ