დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ღაზის სააგენტოს დაფინანსება აღუდგინა

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ღაზის სააგენტოს (UNRWA) დაფინანსება აღუდგინა. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ გაავრცელა.
დიდმა ბრიტანეთმა 11 სხვა ქვეყანასთან ერთად გაეროს ღაზის სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა 2024 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა სააგენტოს 12 თანამშრომელს ბრალი დასდო ჰამასთან თანამშრომლობაში. ამ საკითხზე გაერომ გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. თუმცა, 2024 წლის აპრილში გამოქვეყნდა გაეროს მიმოხილვა საქმის გარშემო, სადაც მითითებული იყო, რომ ისრაელს გაეროსთვის არ მიუწოდებია საკმარისი მტკიცებულება გაეროს სააგენტოს თანამშრომლების ჰამასთან თანამშრომლობის შესახებ. მიმოხილვის ავტორი იყო საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ კოლონა.
დევიდ ლამიმ პარლამენარებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ის დარწმუნდა ამ გადაწყვეტილების ნეიტრალურობის და გონივრულობის შესახებ მას შემდეგ, რაც გაეცნო გაეროს მიმოხილვას სააგენტოს თანამშრომლებსა და ჰამასს შორის კავშირების შესახებ. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ღაზაში სააგენტოს ფუნქციონირებას და თანამშრომლების კონტროლის და გადამზადების, მათ შორის ვეტინგის გაძლიერებას. ლამიმ ასევე აღნიშნა, რომ UNRWA-ს ოფისი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. დაფინანსება სააგენტოს ასევე აღუდგინა იაპონიამ, შვედეთმა, ფინეთმა და კანადამ.
წყარო: tabula.ge