პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-სგან რეაგირებას მოითხოვს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის წარმოებისა და კრიმინოლოგიის პროფესორმა, ბესიკ ქუთათელაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „TV პირველის“ გადაცემაში („პირველამდე“) სტუმრობის შემდეგ, სოციალურ ქსელში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პროფესორი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს.
ქუთათელაძემ გააზიარა სკრინი, რომელშიც „ფეისბუკის“ მომხმარებელი კახა ირემაძე იარაღის ფოტოს აქვეყნებს და პროფესორის მისამართით წერს: „ტყვია შუბლში“.
„გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოიძიოთ ეს მუქარა და დაიბაროთ კახა ირემაძე გამოკითხვაზე“, – საჯაროდ მიმართა შსს-ს ბესიკ ქუთათელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს