მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე – დონალდ ტრამპი

მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის მადლით – ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში მხარდამჭერებს, სადაც ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, ჯეი დი ვენსთან ერთად იმყოფებოდა. ეს იყო პირველი შეხვედრა ამომრჩევლებთან თავდასხმის შემდეგ.
შეგახსენებთ, პენსილვანიაში წინასაარჩევნო შეხვედრაზე დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ. ტყვიამ, რომელიც შენობის სახურავიდან 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა გაისროლა, სულ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა სამიზნეს და დონალდ ტრამპს ყური დაუზიანა. სროლის შედეგად გარდაცვლილია ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც მის უკან იმყოფებოდა და ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელიც.