„ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წყალში აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა შავი ზღვის სანაპიროზე შენდება“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში უკვე შეინიშნება ზღვის წყლის დონის მატება და ეს საფრთხე საქართვლოშიც არსებობს.
„უკვე დაფიქსირებულია მსოფლიოში ზღვის დონის მატება და 2050 წლისთვის შეიძლება 50მ-ით მოიმატოს. ჩვენ ვთვლით, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს საქართვლოში შენდება, ერთ მშვნიერ დღეს, შეიძლება აღმოჩნდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვყრდნობით იმ ზომებს, რასაც ჰქვია სანაპირო ზოლის ინტგრირბული მართვა და არ არის ამის შესახებ კანონი მიღებული, თუმცა, ოდესღაც იყო გამზადებული ეს კანონპროექტი.
ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შავი ზღვის სანაპიროს ზონირება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას, როდის, რისთვის ვაკეთებთ და რამდენად მისაღებია მაღალსართულიანი შენობების აშენება, როდესაც ასეთი საფრთხე გვაქვს, რომ ზღვის დონემ შეიძლება აიწიოს. 1900-იანი წლების შემდგეგ შავი ზღვის დონე მომატებულია 20სმ-ით და რომ კოლხეთის დაბლობი ზღვის დონეზე დაბალ ნიშნულზეა, ამიტომ ეს საფრთხე რალურად ვიცით.
ვფიქრობ, რომ ტრიტორიები შეიძლება დაიტბოროს, ისე, როგორც ფოთის ნაწილი დაიტბორა. ფოთის 60-იანი წლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე წყალშია მოხვედრილი. როცა ჩვენ მაღალსართულიან შენობებს ვაშენებთ და ასეთ დატვირთვას ვაძლევთ სანაპირო ზონას და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ტურიზმს განავითარებს, ამით შეიძლება საფრთხე შევუქმნათ სანაპიროს. არ გვაქვს საზღვაო სტრატეგია“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.