“დასამარებული მაჩაბლის პრემია” – რას მოჰყვა დაჯილდოებაზე ჟიურის პროტესტი?

დაუმსახურებელი პრემია და პროტესტი ლიტერატურულ კონკურსზე – სახელოვნებო სფეროში ახალმა სკანდალმა იფეთქა. მაჩაბლის კონკურზე ხუთის ნაცვლად შვიდი ადამიანი დააჯილდოეს. ამ ამბით აღშფოთედნენ ის ჟიურის წევრები, ვინც კონსკურში მონაწილე ადამიანები სათითაოდ გადაარჩიეს და ღირსეულები შეარჩიეს.
ირკვევა, რომ სპეციალური პრიზი ლექსების კრებულის შედგებისთვის გადაეცა ნინო მშვიდობაძესაც, პოეტს, რომელიც პარალელურდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. ეს ფაქტი ჟიურის წევრებისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მათმა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
კულტურის სამინისტროს ხელით დასამარებული მაჩაბლის პრემია – ასე აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები წულუკიანის მხრიდან გატარებულ რეპრესიებს.
“დავტოვეთ ჟიურის სამმა წევრმა, მე, თათია თვალერიძემ და ნინია სადღობელაშვილმა კონკურსი პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე აიგო ყველაფერი. ანუ სოსო ჭუმბურიძეს უნდოდა რომ პოეზიაში გაემარჯვებინა ნინო მშვიდობაძეს, რისიც ძალიან წინააღმდეგები ვიყავით, იმიტომ, რომ კონკურსს მიღმა დარჩნენ გაცილებით ღირსეული ადამიანები და ჩვენთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, რომ მოვედით და დაჯილდოების წინ ვიგებთ, რომ დააწესეს ნინიკო მშვიდობაძისთვის განსაკუთრებული პრიზი, ამით საერთოდ დასამარდა მაჩაბელი”, – ამბობს თამარ გელიტაშვილი.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი წულუკიანი გააგრძელებს რეპრესიებს კულტურის სფეროს წევრების წინააღმდეგ, მალე ყველა დაჯილდოებაზე მხოლოდ “ოცნების” მხარდამჭერები ისხდებიან.
წყარო: ტვ პირველი