ნანა ტოხვაძე – თალაკვაძემ კითხოს აბა მშობლებს ან/და მასწავლებლებს რამდენად უზრუნველყოფილია სკოლები ინტერნეტით, ტექნიკური აღჭურვილობით ან კომპიუტერებით?!

თალაკვაძე “მეოცნების” ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას! ბიუჯეტს ხომ თაფლის კასრივით მოასხდნენ და გონიათ, რომ ტროლებით შექმნიან ალტერნატიულ რეალობას, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ცრუ დაპირებებს იძლევა პედაგოგებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დედაქალაქსა და რეგიონში უამრავი სკოლაა, რომლებიც ინტერნეტითა და ბუქებით უზრუნველყოფილი არ არის და მასწავლებლებს ტექნიკის მოძიება საკუთარი სახსრებით უწევთ.
„თალაკვაძე “მეოცნების” ვირტუალური სათვალიდან ვარდისფრად აფასებს რეალობას! ბიუჯეტს ხომ თაფლის კასრივით მოასხდნენ და გონიათ, რომ ტროლებით შექმნიან ალტერნატიულ რეალობას. კითხონ აბა ან მშობლებს ან მასწავლებლებს რამდენად უზრუნველყოფილია სკოლები ინტერნეტით, ტექ. აღჭურვილობით ან კომპიუტერებით. “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ის პროგრამაში 40 მილიონი არ იკმარეს და 2024-ის ბიუჯეტში 59 მილიონამდე აქაჩეს. ჯართი ბუქებით ასაჩუქრებენ ბავშვებს, რომელსაც უმრავლესობა ვერც იყენებს უხარისხობის გამო.
სკოლები პროექტორებით ვერ უზრუნველყვეს და მასწავლებლები კლასიდან კლასში დაატარებენ ერთ კინკილა პროექტორს. გამოგვყვეს აბა რეგიონის სკოლებში და ერთად ვნახოთ „ვაიფაი“ რამდენ სკოლაშია და რამდენ კლასში გამოიყენება ბუქები. რამდენ მასწავლებელს სესხით და ვალით აქვს გამოტანილი კომპიუტერი და თავის მწირი ხელფასიდან იხდის კაბალური სესხის პროცენტით? ვის ეკეკლუცებიან მიღწევებით? იმ ხალხს,ვინც საკუთარ ტყავზე გრძნობს სიღარიბეს და წლობით მოუწესრიგებელ სასკოლო ინფრასტრუქტურას?!“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს