იენს სტოლტენბერგი – გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც ატარებს

გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც ატარებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ სამუშაო პროგრამაზე და სტრუქტურაზე, რათა შემდგომი რეფორმების განხორციელებაში დარწმუნებულები იყვნენ.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე მომავალი რეფორმების განხორციელების ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.
„ნატო და უკრაინა უკვე ერთად მუშაობენ და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციებისა და კიბერთავდაცვის შესახებ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”