კომპანია Brand Finance-მა წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი.
კონსალტინგური კომპანიის მიერ შედგენილი სიის პირველ ადგილზე დაბრუნდა მადრიდის „რეალი“, რომელმაც პირველობა ჩამოართვა „მანჩესტერ სიტის“. ამასთან, ინგლისური კლუბის ბრენდის ღირებულება შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, ისევე როგორც „რეალის“.
ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების TOP10:
რეალი – 1,81 მლრდ დოლარიმანჩესტერ სიტი – 1,73 მლრდბარსელონა – 1,65 მლრდმანჩესტერ იუნ – 1,5 მლრდლივერპული – 1,48 მლრდბაიერნი – 1,33 მლრდპსჟ – 1,29 მლრდარსენალი – 1,07 მლრდტოტენჰემი – 930 მილიონი10. ჩელსი – 897 მილიონი