ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთამდე ტურისტული მარშრუტის შექმნას გეგმავს

კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე დიდი კავკასიური ბილიკის შექმნა იგეგმება. საკითხზე, გროზნოში, კავკასიის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს.
რუსეთის კურორტ “კრასნაია პოლიანას” გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დირექტორის განცხადებით, ყარაჩაი – ჩერქეზეთიდან აფხაზეთამდე და კრასნაია – პოლიანადან რიწის ეროვნულ პარკამდე ტურისტული მარშრუტის შექმნა, შესაძლებელია.
“აფხაზეთს შეუძლია, მთიან რაიონებში ტურიზმის აღორძინებისა და განვითარების პროექტში მონაწილეობა მიიღოს”, – განაცხადა ლევ შარაგოვმა.
ტურისტული მარშრუტის “კავკასიური ბილიკის” შესაქმნელად დაახლოებით 5 მილიარდი რუბლია საჭირო. ამის შესახებ Kavkaz.RF-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ალექსეი ელინმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პროექტს 20-ზე მეტი შესასვლელი პუნქტი ექნება. ბილიკის საერთო სიგრძე 3,3 ათასი კილომეტრი იქნება.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა