13 პალესტინელი ემსხვერპლა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის ავიათავდასხმებს – მოლაპარაკება ჰამასთან გრძელდება

სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა ღაზის ცენტრალურ ნაწილში, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებზე ს სამ საჰაერო თავდასხმას, რომლებიც 20 ივლისის ღამით განხორციელდა, იტყობინება AP-ი პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
ამის ფონზე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გრძელდება და როგორც სააგენტო წერს, ჩანს, წინ მიდის.
ლტოლვილთა ბანაკებში, ნუსეირატსა და ნურეიჯში დაღუპულებს შორის სამი ბავშვი და ერთი ქალია, იუწყება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შარშან 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის (-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) თავდასხმას 1200 პირი შეეწირა. ისრაელის მიერ ღაზის სექტორის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად დღემდე თითქმის 39 ათასი ადამიანია დაღუპული. არაბული ქვეყნების შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების განთავისუფლების გარშემო.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება