ლაგუნა ვერესთან საავტომობილო გზის გაფართოება 5 მლნ-ზე მეტი ჯდება

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეკონსტრუქცია-გაფართოებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში მიწოდების ვადად მითითებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად 60 კალენდარული დღეა განსაზღვრული. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.
სატენდერო წინადადებების მიღება 2 აგვისტოს 00:00 საათიდან დაიწყება და 8 აგვისტოს 14:00 საათზე დასრულდება.
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 25 605 ლარი, ხოლო გარანტიის ოდენობა 51 210 ლარია.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბიუჯეტიდან 2024 წელს 4 მილიონი ლარით და 2025 წელს – 1.12 მილიონი ლარით ფინანსდება.