მსოფლიოში IT სისტემების შეფერხება დაფიქსირდა – პრობლემა შეექმნა ბანკების, აეროპორტების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას

მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს. მიზეზი: გლობალური კომუნიკაციის პრობლემები. ფრენების შეფერხებები დაფიქსირდა ბერლინსა და ესპანეთში.
ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ.
პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში.
„ჩვენ ვმუშაობთ მის მოგვარებაზე რაც შეიძლება მალე. ამასობაში ოპერაციები მექანიკური სისტემებით გრძელდება”, – აცხადებენ ესპანეთის აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში.
გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ „ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.
კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.
იაპონიის ნარიტას აეროპორტში, ტოკიოდან დაახლოებით 60 კილომეტრში, განაცხადეს რომ ავიაკომპანიებს JetStar, Jeju Air, Qantas, HK Express და Spring Japan პრობლემები აქვთ თავიანთ სისტემებთან.

ასევე დაგაინტერესებთ