რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები განთავსების ობიექტები?

საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, რომელიც 53 759 ოთახს და 128 015 საწოლ ადგილს მოიცავს. 2024 წლის თებერვალში განახლებულ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ქვეყნის 11 რეგიონიდან ყველაზე მეტი – 598 განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთშია, მას მოსდევს თბილისი 544 განთავსების ობიექტით და აჭარა – 490 ობიექტით. 2024 წლის თებერვლის მონაცემები, ყველაზე ცოტა – 28 განთავსების ობიექტი ქვემო ქართლშია.
ოთახების რაოდენობა ყველაზე მეტი – თბილისშია, მას მოსდევს აჭარა და სამცხე ჯავახეთი. რაც შეეხება საწოლ ადგილებს, აქ აჭარა ლიდერობს, სამეულშია თბილისი და სამცხე ჯავახეთი.
განთავსების ობიექტების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 598 განთავსების ობიექტი / 3 841 ოთახი / 9 626 საწოლი ადგილი;
თბილისი – 544 განთავსების ობიექტი / 14 611 ოთახი / 32 192 საწოლი ადგილი;
აჭარა – 490 განთავსების ობიექტი / 14 319 ოთახი / 33 851 საწოლი ადგილი;
სამცხე – ჯავახეთი – 386 განთავსების ობიექტი / 7 416 ოთახი / 18 672 საწოლი ადგილი;
მცხეთა-მთიანეთი – 315 განთავსების ობიექტი / 3 168 ოთახი / 7 729 საწოლი ადგილი;
კახეთი – 306 განთავსების ობიექტი / 3 245 ოთახი / 7 872 საწოლი ადგილი;
იმერეთი – 272 განთავსების ობიექტი / 3 356 ოთახი / 8 122 საწოლი ადგილი;
გურია – 115 განთავსების ობიექტი / 2 169 ოთახი / 5 534 საწოლი ადგილი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 81 განთავსების ობიექტი / 567 ოთახი / 1 613 საწოლი ადგილი;
შიდა ქართლი – 63 განთავსების ობიექტი / 587 ოთახი / 1 608 საწოლი ადგილი;
ქვემო ქართლი – 28 განთავსების ობიექტი / 480 ოთახი / 1 196 საწოლი ადგილი.