ხვიჩა კვარაცხელია “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელია “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სამეფო კლუბი “ნაპოლის” უმასპინძლებს და, ფრეს შემთხვევაშიც კი, პირველ ადგილს გაინაღდებს.
ნეაპოლელებს 7 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა, ნეაპოლში, მადრიდელების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია და ბერნაბეუზე თავის გამოჩენის შანსი ექნება.
მატჩი დღეს, 23:55 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ