ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა

ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა
„საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანა გაეყვანა მომავლის პოლიტიკაში. ის პოლიტიკა, რასაც დღეს გვთავაზობს დასავლეთი, არის მილევადი იმიტომ, რომ ეს არის მარცხის, ომის და ეკონომიკური დეგრადაციის პოლიტიკა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის მიღებით ხელისუფლებამ საქართველოს მომავალი გაუკვალა. „ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა. ეს არის გარდაუვალი. როდესაც მსოფლიოში ჰიბრიდული ომი პიკს აღწევს, როდესაც შეიარაღებული გზით ომს არ აქვს შედეგი, არ სრულდება და ბოლო ვარიანტად რჩება ატომური და ქიმიური ომი, რასაც მსოფლიო არ დაუშვებს, სხვა გზა არ არის, თუ არა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ყველა ქვეყანაში არსებობა. რა არის ჰიბრიდული ომი?
ეს არის დაფინანსებით იდეოლოგიის, პოლიტიკის წართმევა ქვეყნისთვის, შენს პოლიტიკაში ჩარევა და ქვეყნის მართვა, აი ეს არის ჰიბრიდული ომი. თუკი ეს გზები არ ჩაკეტე, ბუნებრივია, ქვეყანა მუდმივად საფრთხის წინაშე იქნება. ძალიან ამაყი ვარ, როგორც ჩემი „ხალხის ძალის“ წევრი და როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი, რომ ჩვენ შევძელით და ეს კანონი მივიღეთ საქართველოში. ეს კანონი არის ქვეყნისთვის გაკვალული გზა, რომელსაც დღეს გადიან ევროპული სახელმწიფოები. ყველაზე დიდი გონიერება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა იყო ის, რომ მან გონივრულად გამოიყენა ბაიდენის ადმინისტრაციის, თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკის შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებაზე დიდ ნეგატივად აისახა, ხელისუფლებამ ძალიან ვაჟკაცურად გაუძლო ამ წნეხს. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანა გაეყვანა მომავლის პოლიტიკაში. ის პოლიტიკა რასაც დღეს გვთავაზობს დასავლეთი არის მილევადი იმიტომ, რომ ეს არის მარცხის, ომის და ეკონომიკური დეგრადაციის პოლიტიკა,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
Previous: არანაირ “შემთხვევითობას” აწი ჩვენთან ადგილი არ ექნება! ეცდებიან ჩვენც გვესროლონ, მიმართონ საბოტაჟისა და დივერსიების ნაირსახეობებს – მაგალითად ისეთს, დღეს ამერიკამ რომ დატესტა მთელ მსოფლიოზე

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში