შალვა პაპუაშვილი – ვუყურებ ევროპარლამენტში მომხდარ აყალმაყალს, აშშ-ში და საფრანგეთში წინასაარჩევნო რიტორიკას და მახსენდება უცხოელი აქტორების მიერ ქართული „პოლარიზაციის“ კრიტიკის ტონი, რომელიც თავს არასრულფასოვან, შეუმდგარ საზოგადოებად გვაგრძნობინებს

ვუყურებ ევროპარლამენტში მომხდარ აყალმაყალს, აშშ-ში და საფრანგეთში წინასაარჩევნო რიტორიკას და მახსენდება უცხოელი აქტორების მიერ ქართული „პოლარიზაციის“კრიტიკის ტონი, რომელიც თავს არასრულფასოვან, შეუმდგარ საზოგადოებად გვაგრძნობინებს, – ასე ეხმიანება შალვა პაპუაშვილი, საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროს არსებულ ტრადიციას, რის მიხედვითაც პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო ურნასთან დადგეს მცველის სტატუსით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ტრადიციის მიხედვით, ამჯერად პარტია ლე პენის 22 წლის დეპუტატს ერგო საარჩევნო ურნის მცველის პრივილეგია, რომელსაც მოწინააღმდეგე ფლანგის წარმომადგენლებმა ხელი არ ჩამოართვეს.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოს მისამართით, მათ შორის, პოლიტიკური ელიტების კრიზისით განპირობებული გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება.
„საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრს ეძლევა პრივილეგია, იდგეს საარჩევნო ურნასთან. საპარლამენტო ტრადიცია და კოლეგიალური ეთიკაა, რომ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დეპუტატები ურნის მცველს ხელს ართმევენ. ამჯერად ეს პატივი ლე პენის პარტიის 22 წლის დეპუტატს ერგო. მოწინააღმდეგე ფლანგის წარმომადგენლებმა მას ხელი არ ჩამოართვეს.
ამ სცენასთან ერთად, ვუყურებ გუშინ ევროპარლამენტში მომხდარ აყალმაყალს, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის პერიპეტიებს, საფრანგეთის საპარლამენტო წინასაარჩევნო რიტორიკას და რადიკალიზაციის ზოგად ტენდენციებს მთელი ევროპის მასშტაბით და მახსენდება უცხოელი პოლიტიკოსების, ბიუროკრატების და დიპლომატების მიერ ქართული „პოლარიზაციის“ და „მკაცრი რიტორიკის“ კრიტიკის ტონი, რომელიც თავს არასრულფასოვან, შეუმდგარ საზოგადოებად გვაგრძნობინებს.
მსუბუქად რომ ვთქვათ, ბიბლიური ანდაზისა არ იყოს, „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდა, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევდაო“. და, თუ უფრო ღრმად განვსჯით, სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი, რაც ძალზე სამწუხარო მოვლენაა.
იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მისამართით, მათ შორის ამ კრიზისით განპირობებული გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ